IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო.

ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, – განაცხადა დიპლომატმა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.
საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება