Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება

მარშალ პრესი 16/06/2026
investicia

„გალტ & თაგარტი“ 2026 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%-იან ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ზრდის მოლოდინი ეფუძნება 2026 წლის პირველი კვარტლის პოზიტიურ დინამიკას. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის მატებამ განაპირობა.

2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, რომელსაც მოჰყვა უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები. უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის კი დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები და აზერბაიჯანი დასახელდნენ.

„გალტ & თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს ინვესტიციების ზრდის შენარჩუნებას ხელი შეუწყობს როგორც კაპიტალის შემოდინება, ისე ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე.

Post navigation

Previous: მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი
Next: დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.