Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მაკრონის პასუხი ტრამპის მუქარაზე

მარშალ პრესი 15/06/2026
macron

დიდი შვიდეულის (G7) სამიტის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებით დაემუქრა. ამის მიზეზი პარიზის მიერ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე (Gafam) დაწესებული 3%-იანი გადასახადია.

საპასუხოდ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ციფრული გადასახადი ევროპული კანონმდებლობის ნაწილია, რომელსაც ვაშინგტონი ვერ შეცვლის. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის ტრამპთან “პატივისცემაზე დაფუძნებულ, მაგრამ მკაცრ საუბარს” გეგმავს. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ტრამპთანპერიოდულად დაძაბული ურთიერთობისა, პრაგმატულად მოქმედებს და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.

დონალდ ტრამპი 100%-იანი ტარიფებით იმუქრება

გამოცემა New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სხვა გზა არ ექნება“, გარდა იმისა, რომ ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესოს, თუ საფრანგეთი ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ეს გაფრთხილება პირადად გადასცა ემანუელ მაკრონს და მოსთხოვა, გააუქმოს 3%-იანი გადასახადი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე.

„მე მას ვთხოვე, არ დაებეგრა ამერიკული კომპანიები. თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ, სხვა გზა არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Post navigation

Previous: საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ
Next: ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: არც ევროპის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ქართველებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.