IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს ჰაკერების კიბერთავდასხმას არაერთი ცნობილი ადამიანის “ტვიტერის” ანგარიში “შეეწირა”.  კიბერთავდასხმა განხორციელდა ბილ გეითსის, ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, კანიე ვესტის და სხვ. ანგარიშებზე.

ჰაკერებმა ბილ გეითსის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის „ტვიტი“ გამოაქვეყნეს – „მიგზავნით 1000$, გიგზავნით 2000-ს“.

ტვიტები, რომლებიც ადამიანებს უცნობ ანგარიშზე ბიტკოინის გადარიცხვისკენ მოუწოდებდა, სხვა ცნობილი ადამიანების გვერდზეც გამოქვეყნდა.

შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, „ტვიტერმა“ მრავალი ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიში დროებით შეზღუდა. სოციალური ქსელის პრესმდივნის ცნობით, კომპანია ამასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება