Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა

მარშალ პრესი 15/06/2026
606

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, უწყებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა.

CPT-ის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პენიტენციური სისტემის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/ მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკებში გადამისამართების შესაძლებლობა.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პენიტენციური სისტემის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

 

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა ომი. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.