Skip to content
15/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას – ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო

მარშალ პრესი 15/06/2026
IRAKLI MEGRELISHVILI1

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარე  ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში “საქართველოს დაბადება”, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

როგორც მეგრელიშვილი იხსენებს, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გამოჩენით, ხალხში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტის გარდა, უკვე იმედი გაჩნდა, ხოლო, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, რომელიც იმ დროს კონცერტებს ატარებდა, მან დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდებს შორის მხარდაჭერის გაზრდაში.

მისივე თქმით, ბერა ივანიშვილი კეთილი, წარმატებული და უშუალო ახალგაზრდა იყო, რომლის მხარეს ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გადავიდა და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტებიც უკვე უძლური იყო.

“მანამდე ოპოზიცია რაც იყო, იყო დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ, ივანიშვილი იმდენად მითოსური ფიგურა იყო, ის რომ შემოვიდა პოლიტიკაში, არამარტო გაჩნდა პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც ისედაც იყო და არ აკლდა, არამედ, უკვე იმედი გაჩნდა – ეს, არა მარტო დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ, უკეთეს მომავალს შექმნისო – ასეთი განცდა გაჩნდა.

მის წინააღმდეგ “ნაციონალების” მთავარი ხაზი ის იყო, რომ ის იყო რუსული პროექტი და ვინც არ უჭერდა ბიძინა ივანიშვილს მხარს, რუსულ პროექტს ჯობია, ისევ სააკაშვილის ხელისუფლება იყოს – დაახლოებით ასეთი ლოგიკა იყო, მაგრამ, ბერა, რომელიც ახალგაზრდა იყო, იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა, კეთილი ბიჭის სახელი ჰქონდა, უშუალო ადამიანი იყო ძალიან და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, ბერა მაშინ კონცერტებს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ და იქ გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას – მთელი ახალგაზრდები მის კონცერტებზე მიდიოდნენ, მღეროდნენ მასთან ერთად აქ უკვე ჩვენი [“ნაციონალური მოძრაობის”] ახალგაზრდულის პროექტები და შეთავაზებები უძლური იყო,” – განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: „ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო
Next: „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა ომი. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.