Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ

მარშალ პრესი 13/06/2026
mamuka mdinaradze1

პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას,  ასეთ მავნე ქმედებებს და მათაც, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და არც მათ ვაპატიებთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით,  პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს.

„ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ –  ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 ათას ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციელის მუნდირი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს ვერავის, ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 ათასი ადამიანიდან რომელიმე, მაგრამ გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი. როდესაც მე ამ თანამდებობაზე გადავდიოდი, ახლა სადაც ვარ, მაშინ ერთ-ერთ ეთერში ვთქვი,  რაზეც იყო ლაპარაკი, რომ  პოლიციელები არ დასჯილან აქციების დროს, პირობა დავდე და რამდენიმე კვირაში მაქსიმუმ, თუ რამდენიმე დღეში არა, ეს პირობა შესრულდა. ვისზეც კი შესაძლებელი იყო,  რომ მტკიცებულება მოგროვებულიყო ელემენტარული, ყველაზე მოგროვდა და ეს მუშაობა გრძელდება, არ დაგვისრულებია.

ყველას ვაფრთხილებ, პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება, ერთი მხრივ პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის არ გავუტარებთ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას. გუშინ ვნახეთ, რომ ცნობილი იყო მათთვის ჯერ თებერვალში, მერე პროკურატურის პიარსამსახურიდან, იცოდნენ, რომ დაკავებული იყვნენ ადამიანები და ანონსში ეს შეგნებულად არ ჩასვეს. მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ და ვაპატიებთ. ეს არის სწორი მიდგომა. მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ მაგალითად დანიის ფაქტი იყო, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ფაქტები, იქ რომ სცემენ ქუჩაში, კამერების წინ რომ ამას აკეთებენ, დღემდე ერთი ადამიანი არ არის ამ ფაქტებზე დასჯილი. ის არავის აწუხებს. იმაზე არავინ საუბრობს, იქ „დემოკრატიულად“ სცემენ, როგორც ჩანს, ჩვენთან დასჯილია ადამიანი, ფაქტია სახეზე, გახსნილია 4 წლის შემდეგ საქმე და ცდილობენ, რომ დაატრიალონ და სისტემურად წარმოაჩინონ ეს ამბავი. ვერც სისტემურობა იქნება, ვერც ძალადობა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციას ყოველთვის მოვახდენთ. რაღაცებს ვერ ვახერხებდით წლების განმავლობაში ისე, როგორც  ეს დღეს შეგვიძლია. ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს“, –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

Post navigation

Previous: ყველანაირი თვალსაზრისით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება – პიმენ ყურაშვილი
Next: მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.