Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა

მარშალ პრესი 13/06/2026
giorgi zerekidze

ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

ზერეკიძის განცხადებით, სიუჟეტის ავტორმა შეგნებულად დაუმალა საზოგადოებას რეალური ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული დანაშაული უკვე გამოძიებულია და დამნაშავეებიც დაპატიმრებულნი არიან. მიზეზი კი, მისი განცხადებით, საზოგადოებაში შიშის და უნდობლობის დათესვაა.

 

“პოლიციელის მხრიდან ჩადენილი ძალადობა უმძიმესი დანაშაულია და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. დამნაშავე ყოველთვის უნდა ისჯებოდეს კანონის სრული სიმკაცრით.
ზუსტად ასევე, უმძიმესი დანაშაულია საზოგადოების გამიზნული მოტყუება და საინფორმაციო მანიპულაცია, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ყოველდღიურად კადრულობენ. ადამიანებს არავინ უნდა აცხოვრებდეს სიყალბეში და დეზინფორმაციის გავრცელება შესაბამისად უნდა ისჯებოდეს.
ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას.

ყველაზე დიდი უსინდისობა კი ის არის, რომ ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა. ანონსშიც და სიუჟეტშიც ეს რეალობა უბრალოდ გააქრეს, რათა ხალხში შიში და უნდობლობა დაეთესათ. პირადად მე ნაცების მიერ, ხალხის დასაზაფრად დადგმული „მოდელირებული ქრონიკა“ გამახსენდა. თუმცა რა არის გასაკვირი იმაში რომ მელაძე ნაცების მეთოდით ზაფრავდეს საზოგადოებას, განა არ გვახსოვს, მიშამ რომ უთხრა სოფო ნიჟარაძეს ნარნარი ხმით, ნოდარა მელაძე უნდა იყოს ფილდ კომანდერიო. ნიჟარაძის პასუხიც გვახსოვს. შენ გახსოვს, ნოდარ?

კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის „სისტემურ პრობლემად“ გასაღება ჩვეულებრივი ტყუილია. ნამდვილი სისტემური დანაშაული ის იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ვხედავდით, როცა ძალადობა ოფიციალური პოლიტიკა იყო და მის პოპულარიზაციას პირველ რიგში ჯალათი სააკაშვილი ეწეოდა და ამასვე ითხოვდა ყველასგან.
დღეს სახელმწიფო ასეთ ფაქტებს არ მალავს. პირიქით, სწორედ ის არის სისტემის სიჯანსაღისა და სახელმწიფოს სიძლიერის მთავარი ნიშანი, რომ დანაშაულზე რეაგირება არის მყისიერი, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს,”- წერს გიორგი ზერეკიძე.

Post navigation

Previous: ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
Next: დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.