Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ

მარშალ პრესი 13/06/2026
lado sadgobelashvili

“ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია – არანაირი! წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს – იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო.” – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში. სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმსა და “ქართული ოცნების” მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია.

“აქ მთავარი სხვა რამ არის: წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში! ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები არათუ ისჯებოდნენ, არამედ ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ და წახალისებულნი იყვნენ. აი, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ მფარველობასა და სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ატარებენ დღემდე მოძალადის იარლიყს. ამ სისტემის შემოქმედნი სააკაშვილი, ახალაია, გვარამია, ბოკერია და სხვა ოდიოზური ფიგურები იყვნენ – რის გამოც რამდენიმე მათგანმა სასჯელი უკვე მოიხადა ან ახლაც იხდის. წარსულის ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ!”- წერს სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა: სახელმწიფომ, განსხვავებით ნაცების რეჟიმისაგან, მოძალადე პოლიციელები ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით კი არ დააჯილდოვა, როგორც სააკაშვილმა – მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და სხვა ჯალათები, არამედ დაიჭირა და ციხეში ჩასვა
Next: სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია- სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის დანაშაული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.