Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ გამოვა ეს ამბავი, მადლიერი ერი გვერდში დაუდგება იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის ქვეყანას

მარშალ პრესი 07/07/2022
ნინო ფოჩხუა

“Credit Suisse” აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, ამას ის დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, მის უკან ალბათ დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს,’’ – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომელიც Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ წერს.

როგორც ფოჩხუა წერს, ამ ქეისსაც მოიგებს ივანიშვილი, როგორც აქამდე იგებდა ყველა საქმეს, და ნურც მის შეშინებას ეცდებიან.

“Credit Suisse” აშკარად ანგრევს თავისი ქვეყნის მრავალწლიან საბანკო ავტორიტეტს, ამას ის დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდა, მის უკან ალბათ დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი მერკანტილური ინტერესი აქვს. პირველად მესმის ბანკის ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს არა დამტკიცებულ სანქციებზე, არამედ, იმ ბოლოში ჩამატებულ რეკომენდაციაზე, რაც ევროპარლამენტმა შეადგინა. ამ ქეისსაც მოიგებს ივანიშვილი, როგორც აქამდე იგებდა ყველა საქმეს, და ნურც მის შეშინებას ეცდებიან. რა იყო, გაეწელათ ომი, ვერ ანგრევენ რუსეთს ვერც სანქციებით და ვერც დოზირებულად მიწოდებული იარაღით და ივანიშვილზე ანუ საქართველოზე აპირებენ ზეწოლას? რა უნდათ, გააჩერონ ყველა საშვილიშვილო პროექტი რაც აშენდა დაინგრეს, დაიხოცოს ისედაც განახევრებული საქართველო, კიდევ მეტი დევნილი შეემატოს დევნილთა რიგებს? არ გამოვა ეგ ამბავი. მადლიერი ერი გვერდში დაუდგება იმ ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე უანგაროდ ემსახურება თავის ქვეყანას და ხალხს,’’ – წერს ნინო ფოჩხუა.

Post navigation

Previous: ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს
Next: თუ დეკემბერში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, 2024 წლის და მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემითა და 2 პროცენტიანი ბარიერით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.