Skip to content
13/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიზანი, რუსეთის, ირანის და ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა ყოფილა. ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს

მარშალ პრესი 12/06/2026
zaza shatirishvili

ჯო უილსონი კომიკური ფიგურაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება, თუმცა არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესში ჯო უილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გავიგეთ, რომ უილსონის კანონპროექტის მიზანია საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანისა და ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა, თუმცა, სინამდვილეში, ოპოზიციისა და უილსონის პატრონებისთვის მთავარია, რომ საქართველოში კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რადგან „დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია“.

„როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის – „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა ყოფილა.
შესაძლოა რიგითმა ჯო უილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ – ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს; რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ – შესაძლოა რიგით უილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არ სმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს – საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს.
შესაბამისად, როდესაც ჯო, გიგი, გიგა და ზურა სხვადასხვა სიტყვით – ერთსა და იმავეზე საუბრობენ და იდენტურ აქცენტებს სვამენ, აშკარაა, რომ ეს პროცესი მათი პატრონების მხრიდანაა კოორდინირებული.
აშკარაა ისიც, თუ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე – არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია,“ – წერს შათირიშვილი.

ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ „სწორედ ესაა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენულობაზე გარედან, თუ შიგნიდან წამოწყებული ამ კოორდინირებული შეტევის რეალური მიზანი.“
მისივე თქმით, ასეთი შეტევები მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა, საინტერესოა, სადამდე მივა აღნიშნული პროცესი.

„არაერთი ასეთი შეტევა უკვე გვინახავს და ალბათ მომავალშიც მრავლად ვნახავთ მანამ, სანამ საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს მტკიცედ და ურყევად დაიცავს, მაგრამ ამ კონტექსტში ახლა სულ სხვა რამაა საინტერესო, კონკრეტულად ის, თუ სადამდე მივა ეს პროცესი, რადგან ამ პროცესის დასასრული არაერთ, აქამდე – პასუხგაუცემელ კითხვას უპასუხებს,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი: კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ამიტომაც, საქართველო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ
Next: მარიზი კობახიძე: მე პირადად სიამოვნებით გავხდები ნანუკას გუნდის წევრი თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.