Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე

მარშალ პრესი 11/06/2026
tamar chiburdanidze

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია. ჩიბურდანიძის განცხადებით, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი. ჯო უილსონის განცხადებებს კი ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის რუპორი, რომელსაც მყვირალა განცხადებების გაკეთებაში ფულს უხდიან. ის ლიბერალი რესპუბლიკელია, რომელსაც თავისი როლი აქვს და მისი გაკეთებული განცხადებით მარტივად მიხვდები, რომელი ფრთის დაკვეთას ახმოვანებს. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, ამით ის ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს. ტრამპის ამ განცხადების ფონზე კი მისი პარტიის წარმომადგენელი ჯო უილსონი ამბობს, რომ თურმე საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას და ა.შ. რეალურად, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე. დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია – საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, ჩინეთსაც საქართველოში სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩინეთი პატივს სცემს ტრადიციებს, რელიგიას და ღირებულებებს და ქვეყანა, რომელმაც იცის ღირებულებების ფასი, სხვის ღირებულებებს ცუდად არ შეეხება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა შედგენა, საქართველო წავა წინ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
Next: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება – ნანუკა ჟორჟოლიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.