Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

მარშალ პრესი 11/06/2026
105

დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის  სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული  წარმატება მიულოცეს. 

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. სამხედროებმა – პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ, მაიორმა ავთანდილ მუშკუდიანმა, მასტერ-სერჟანტმა ივანე ემელიანოვმა, უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ჭინჭარაულმა, კაპრალმა რამინ ფუტკარაძემ, ვიცე-პოლკოვნიკმა მერაბ დემურაშვილმა  და ბაკურ მგელიაშვილმა პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურეს. მათ ტურნირში ჩართვისთვის ინტენსიური მომზადება გაიარეს.

სპორტულ  ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული. 

ღონისძიება შოტლანდიის ქალაქ პერზირში ,,Allied Forces Foundation”-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. 

სპორტული ასპარეზობა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რესოციალიზაციასა და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: უნდა გვახსოვდეს, ბომბების წვიმაში დგომას, სავიზო რიგში ცოტა ხნით დგომა ნამდვილად ჯობია- საქართველოს სიყვარული ე.წ ვიზალიბერალიზაციაში არასდროს დახურდავდება
Next: ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.