Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს

მარშალ პრესი 10/06/2026
nika gvaramia

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა.
გვარამიას თქმით, შესაძლოა სააკაშვილი რევოლუციაზე საუბრობდეს.

„იმ დღეს მოვისმინე, რომ 2028-ში არჩევნებია და ახლა ძალიან ჯანსაღია ეს პროცესები, რომ ოთხიანი და ხუთიანი ბოლო-ბოლო უნდა გაიმიჯნოს. რა 2028-ის არჩევნები, რა დროს გამიჯვნაა თან ისტერიული გინების მეშვეობით. სააკაშვილი წერს თავისი ციხის საკნიდან, რომ არჩევნები საერთოდ ბუტაფორია და 2028-ის კი არა, ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა და შეიძლება საერთოდაც არ ცდებოდეს ამ ყველაფერში და რევოლუციაზე ლაპარაკობს ძირითადში. მისი პარტია ჩვენზე თავდასხმას ამართლებს იმით, რომ ორ წელიწადში არჩევნებია და ახლა გამიჯვნა არის სასარგებლო პროცესი და რა კარგია, რომ ამას ვაკეთებთ. ახლა ეს როგორ ხდება ერთობლივად მართლა მაინტერესებს.“- განაცხადა გვარამიამ.

Post navigation

Previous: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება
Next: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ – არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები – არ იქნება სასჯელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.