Skip to content
09/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ – ნიკა გვარამია

მარშალ პრესი 09/06/2026
nika gvaramia2

პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.

როგორც გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, არაფერი აძლევს ამის თქმის წინაპირობას, თუმცა, პოლიტიკა სწრაფად განვითარებადია და ამიტომ ყველაფერს უშვებს, მათ შორის იმასაც, რომ მელია მისი თანაგუნდელი აღარ იყოს.

“არაფერი მაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაციაა ახლა პოლიტიკაში და ეს ცხადია, გემოვნების საკითხებამდეც დავიდა. ბუნებრივია, რომ აქამდე დავიდა, მაგრამ, იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად, იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რომ იყო, მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერეს – ეს რომ არ მოხდება, რომც გავიყოთ ჩემს მხარეს ვინც იქნება რომ ამას არ დაწერს ნიკა მელიაზე და მის მხარეს რომ იქნება ამას არ დაწერს ჩემზე – ეს დანამდვილებით ვიცი. რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე უფრო ღირებული არის ეს,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.