Skip to content
09/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მარშალ პრესი 09/06/2026
1220

შეხვედრაზე პაატა სალიამ და ანა რიჩმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ხელს უწყობს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებას. საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირების სფეროში საქართველოს წარმატებული პრაქტიკის პარტნიორი ქვეყნებისათვის გაზიარების მნიშვნელობას, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა საჯარო სერვისების ფორუმის ჩატარება თბილისში, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ერთობლივი ორგანიზებით 23-25 ივნისს გაიმართება. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

Post navigation

Previous: ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – საჯარო რეესტრის ახალი ციფრული სერვისი
Next: დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.