Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიას ახალი აღჭურვილობა გადაეცა

მარშალ პრესი 07/07/2022
მცხეთის აკადემია

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთის ნიჩბოსნობის
ბაზაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს უმასპინძლა.
თეა წულუკიანმა საქართველოს კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადასცა.
ქართველ ნიჩბოსნებს გადაეცათ 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის
ორიგინალი ნავი, 1 კატერი და 1 კანოეს ტრენაჟორი.
კანოეს ფედერაციისათვის გადაცემული ნავები და სხვა ეკიპირება 120 000 ლარის
ღირებულებისაა. ფედერაციამ ამ მასშტაბის აღჭურვილობა სახელმწიფოსგან
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღო.
ბოლო წლების განმავლობაში, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით
ასპარეზობს, როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს
შორის გამართულ ტურნირებზე.
სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა 2021 წელს სპორტის მინისტრსა და ფედერაციის
წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მინისტრმა კანოეს ფედერაციას ამ
პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა.

Post navigation

Previous: ტესტავდნენ ომის ნარატივს, არ ემიჯნებოდნენ, მხარს უჭერდნენ უკრაინიდან, ცალკე ადამიანების მხრიდან მომდინარე ნარატივს, რომლებიც პირდაპირ ომისკენ მოუწოდებდნენ ამ ქვეყანას
Next: კარგია ხომ, შვეიცარიული ბანკი სხვისი ფულით ჯერ სარგებლობს და მერე იმ ფულის საკუთარ ჯიბეში ჩადება უნდა! ბოლშევიკები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.