Skip to content
09/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით – საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე

მარშალ პრესი 09/06/2026
greta tsitsava

გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს, განსაკუთრებით, ბოლო წლები, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო და არის გაჯერებული ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წიწავამ აღნიშნა, „ურმის გადაბრუნების გარეშე, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გაანალიზებით, ვხედავთ სწორ გზას და ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.“ ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის. ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებში და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა არის გამოწვევები, მაგრამ არის მასზეც ადეკვატური პასუხი და სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა , რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც ამ მსოფლიოს ნაწილი ვართ.

დიახ, ხალხი ხედავს ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველგან ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს და „ქართული ოცნება“ – რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და მისი სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი და უპირველესი.

დასასრულს, საქართველო კი იმსახურებს ნამდვილად უკეთეს ქუჩის ოპოზიციას, მაგრამ გვაქვს ასეთი მოცემულობა – რაცაა ესაა, რომელიც ერთმანეთს უმტკიცებს, ვისი „ბაბლი“ უფრო ნაყოფიერია კლავიატურის კაკუნში. „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად, ხალხს ხვდება, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი – ვინ როგორია, ყველაფერი დღესავით ნათელია,“ – განაცხადა გრეტა წიწავამ.

Post navigation

Previous: გრეტა წიწავა: არაფერი გვიკვირს კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ – ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღვენ და ალაგ-ალაგ წამოაყვედრებენ წარსულს, ვითომ ერთნი არ იყვნენ და ერთად არ სჩადიოდნენ ავ საქმეებს, ხელისუფლებაში ყოფნისას თუ შემდეგ ოპოზიციაში
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ ახალშენისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.