Skip to content
09/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე ჯარიმების შემსუბუქებაზე: ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი

მარშალ პრესი 09/06/2026
zurab kadagidze

უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას, – წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად. „პირველ რიგში, მინდა გამოვხატო კმაყოფილება იმ ოპერატიული რეაგირების გამო, რომელიც ჩვენს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოჰყვა. უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი. ძლიერია ის სახელმწიფო, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, აღიარებს პრობლემებს და დგამს ნაბიჯებს მათ გამოსასწორებლად. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ეს ინიციატივა უმოკლეს ვადებში იქცეს რეალურ შეღავათად ჩვენი მოსახლეობისთვის.“ – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის
Next: ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.