Skip to content
09/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და უკრაინა/მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს

მარშალ პრესი 09/06/2026
david kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებას, რომლის თანახმად, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩატარდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არჩევანი, რომელიც სომხეთში გაკეთდა, ცხადყოფს, რომ ოფიციალურმა ერევანმა აირჩია „ცრუინტეგრაციების გზები“.

„მაშ სომხეთივით არჩევნები გინდათ? მაშ ასე უნდა გამოგლიჯოთ ოცნებას არჩევნები? ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო/აზერბაიჯანისა და უკრაინა/მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს. გასაგებია, რომ სამხრეთკავკასიელი მეზობლებივით ვერ იქნებოდნენ ჩართული იმ გლობალურ გეოეკონომიკურ პროცესებში, მაგრამ ჩვენი გამოცდილება მაინც ხომ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ – სადამდე და რა ჩიხში შედიხარ ცრუინტეგრაციების გზაზე.

ახლა კი, მძიმე და ჩვენს მიერ კარგად აპრობირებული და უკუგდებული მარშრუტი აქვთ შერჩეული.

ეუთო/ოდირის ეს დასკვნა კი დავიმახსოვროთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზეა
Next: გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.