Skip to content
09/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც აღარ არის მედიაპლურალიზმი?

მარშალ პრესი 08/06/2026
irakli kobakhidze

მედიის თავისუფლებაზე რიცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.

„მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას. ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით. PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: პრემიერი – რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც აქ ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
Next: პრემიერი – ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.