Skip to content
07/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ხალხის ძალის“ ლიდერებმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში “ხალხი ძალის” ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვდრა გამართეს

მარშალ პრესი 07/06/2026
711750813_1318530123051104_3856382982470421194_n

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან.

მედიასთან საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გაეცნენ მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და დასაქმება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მოსმენისას პარლამენტში, ამ აქტუალურ საკითხებზე არაერთ “ხალხის ძალის” წევრები არაერთ შეკითხვას გააჟღერებენ:

„ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ სამეგრელოს რეგონი. შეხვედრები გვქონდა როგორც მოსახლეობასთან, ისე ჩვენს წარმომადგენლებთან საკრებულოებში. ფაქტობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ფრაქცია, ზოგან მინიმუმ 3 ადამიანი, ზოგან 4-6. ისინი მართლაც გავლენიანი ადამიანები, პატრიოტები და თავიანთი ქვეყნისათვის მებრძოლები არიან. გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის და უკვე შემდეგ კვირაში, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლისას გავაჟღერებთ არაერთ კითხვას. აქაა ლაპარაკი როგორც გარკვეულ მუნიციპალურ პრობლემებსა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ასევე დასაქმების თემაზეც და ამას მივაქცევთ ყურადღებას. თხოვნა გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთანაც, რომ გააქტიურდნენ და მოსახლეობის პრობლემებზე მაჯაზე ედოთ ხელი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მუდმივად გავუწევთ დახმარებას” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემაც. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მხრიდან იზრდება „ხალხის ძალის“ მიმართ ინტერესი, შესაბამისად, პარტია აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებასა და 2028 წლის არჩევნებისთვის მომზადებას:

„გვქონდა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არის, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ დასაქმების საკითხები და ამას მივაქცევთ აუცილებლად ყურადღებას. თხოვნა გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთანაც, რომ გააქტიურდნენ და მოსახლეობის პრობლემებზე მაჯაზე ედოთ ხელი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მუდმივად გავუწევთ დახმარებას“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ჩუღურეთის რაიონში მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი დაჭრა
Next: თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.