Skip to content
07/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოახერხა ის, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 07/06/2026
tea tsulukiani

ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.

„ქართულმა ოცნებამ“, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პრემიერის და ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა ის, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას.

ოპოზიციას აქვს ერთადერთი იდეაფიქსი – ქვეყანაში იყოს არეულობა, დაუმორჩილებლობა, რევოლუცია, სისხლი, იარაღი და თუნდაც, ამ გზით შეცვალონ „ქართული ოცნება“. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამ გზით ხელისუფლებიდან არ გავიწევით, რადგან ეს არის ხელისუფლების ცვლილების არალეგიტიმური გზა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი – ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ – თეა წულუკიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.