Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 06/06/2026
archil gorduladze

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს და ევროკავშირს შორის ორმხრივი ხელშეკრულება არსებობს, რომელიც მოიცავს მთელ რიგ საკითხებს უვიზო მიმავლის შესახებ.

„სამართლებრივ ჭრილშიც რომ შევხედოთ, მთავარია, დაცულია თუ არა ეს კონკრეტული მოთხოვნები, არის თუ არა საკმარისად მკაცრი საქართველოს კანონმდებლობა, რომ უკანონო მიგრანტები არ იყვნენ საქართველოში და არ გახდეს საქართველო გამტარი უკანონო მიგრანტებისა, ევროკავშირის მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტად გამკაცრებული გვაქვს კანონმდებლობა. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო.

აქ სამართალთან და ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად არის. ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებაზე წნეხის მოსახდენად სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენონ და შანტაჟის სხვადასხვა საცეცების გამოყენებით ქართულ საზოგადოებას მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც არ უნდა. 2003-2012 წლების დაბრუნება ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ შეიცვალა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი, უფრო გამარტივდა და დამოკიდებული გახდა მხოლოდ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე.

Post navigation

Previous: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია
Next: დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და გამგეობის შესაბამისი განყოფილებების უფროსები სტანისლავსკის ქუჩის N12-ის მცხოვრებლებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.