IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, გამოცდას ჩააბარებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული.

“აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის
ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.”- ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის
ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა.

მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში
განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს
აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება