„ბიბისი“ – ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

266
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამხედრო ძალების ნაწილი საზღვრის მიმართულებით გადაადგილდება, ეს მოსამზადებელი სვლაა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, ასევე გამოიძახეს არმიის 3 000 რეზერვისტი, საზღვარზე მყოფ სამხედროებს კი განუცხადეს, რომ ისინი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება