Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე – უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შსს

მარშალ პრესი 04/06/2026
irakli kobakhidze

მესტიაში ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება.

„გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით და პარალელურად, წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რა ციფრებზეა საუბარი. 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება. დაახლოებით, უხეშად, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საბოლოო ჯამში, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, რომელსაც ადამიანი იხდის თბილისში, ქუთაისში თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს
Next: იუსტიციის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.