Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს

მარშალ პრესი 04/06/2026
irakli kobakhidze2

ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით და ზოგადად პატიმრების მიმართ მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება სინანული დანაშაულთან მიმართებით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი რეაგირება იყოს ამ ყველაფერზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა.

„მათ შესაბამისად, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად, გაფორმდა მათთან საპროცესო შეთანხმება. ძალიან კარგი იქნება, სხვა პატიმრებიც თუ მიბაძავენ ამ ადამიანებს, მათ შორის აღიარების კუთხით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალებაზე მიმართვის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია აქედანვე რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ გავცეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი მიმართვის, აღიარების და სინანულის შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. ეს არის მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენციისთვის.

გახსოვთ, რომ 2023 წელს იყო სისტემური ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, მაშინ ერთი პირი იყო მხოლოდ დაკავებული, ისიც შეიწყალა შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა. შემდეგ ექვსი პირი იყო დაკავებული, ამან პრევენციული ეფექტი არ იქონია, პირიქით, წაახალისა ახალი ძალადობა. იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს. კიდევ ერთხელ თუ იქნება აღიარება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება და ამაზე კიდევ ერთხელ შემიძლია პირობა დავდო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში
Next: გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.