Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო “ლელო” რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული “ზომიერი” პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

მარშალ პრესი 03/06/2026
nika gvaramia

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, – წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

გვარამიას თქმით, გეგელია თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მასაც გადაუთარგმნონ. “გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას. ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობების „გადატვირთვის“ პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს. ვიდეო კომენტარშია, პირველ რიგში, იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა, იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული “ზომიერი” პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია.” – წერს ნიკა გვარამია.

Post navigation

Previous: წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას
Next: დიდუბის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.