Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის

მარშალ პრესი 03/06/2026
irakli kobakhidze

ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

„ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3 %-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მივულოცო პროექტის ავტორებს და პარტნიორებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება და მინდა, ამ ძალიან მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება გისურვოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალაშენებულ სკოლაში
Next: პრემიერი – რაც იყო გაფუჭებული ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებში უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე, სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.