Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს

მარშალ პრესი 03/06/2026
georgia

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს. https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/

საქართველოს სასამართლო სისიტემამ მაღალი შეფასება მიღო და მსოფლიოში 33-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-15 ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით ევროპის საუკეთესო 15 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას:
რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან?
რამდენად ეფექტურია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში?

აღსანიშნავია, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა (იხილეთ ბმული )  სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

Post navigation

Previous: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
Next: ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალაშენებულ სკოლაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.