დიდუბის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, წერეთლის გამზირის N88-ში არსებული ორი ამორტიზებული ლიფტი სრულად განახლდება. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დაწყებამდე, დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც დეტალურად განიხილეს დაგეგმილი პროექტი და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.
რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული ლიფტებით ისარგებლებს.
