Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებაზე – ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის

მარშალ პრესი 02/06/2026
irakli kobakhidze

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე,  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა, სადაც  2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა
Next: ირაკლი კობახიძე – ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.