Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე

მარშალ პრესი 01/06/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უნდა მეტყველებდეს ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სეფაშვილმა გაიხსენა ისიც, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული: „საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი. ისინი კი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტად. გერმანის მმართველობა არის მოქცეული იმ ძალების გავლენის ქვეშ, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ზეწოლას ახორციელებენ საქართველოზე“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანიას მართავენ ის ძალები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ცდილობენ საქართველოზე გავლენის მოხდენას. „გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე. გავიხსენოთ ისიც, რომ მათ ვებ-გვერდზე არ არის შეცვლილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. კერძოდ, ის, რომ საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი. ისინი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტად. გერმანის მმართველობა არის მოქცეული იმ ძალების გავლენის ქვეშ და იმ ძალების დავალებას ასრულებს, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველა მხრიდან საერთაშორისო ზეწოლას ახორციელებენ საქართველოზე“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ფაშინიანის დამარცხება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი პრობლემების წყაროდ იქცეს
Next: ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.