Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია

მარშალ პრესი 01/06/2026
710057906_1495761435581802_3422069921065019287_n

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობისინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება 2025 და 2026 წლის ანგარიშების მიხედვით აქვს. გლობალურ რეიტინგში საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულში გამწესდა.

საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.შ.

საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
ევროპაში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, დანია, ფინეთი და შვედეთი იკავებს, ბოლო პოზიციებზე კი ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა, რუსეთი და მოლდოვა გავიდა.

კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, კეთილსაიმედო კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველოს ხელისუფლებამ აღსანიშნავად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში:

კეთილსინდისიერი ლიდერობა _ 41-ე ადგილი
სასამართლო სისტემის ხარისხი _ 33-ე ადგილი
ბიუროკრატიის ხარისხი _ 25-ე ადგილი
სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-20 ადგილი
გამჭვირვალობა მე- 14 ადგილი
ინვესტიციების მოზიდვა მე-12 ადგილი

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის,სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე პოლიციელებს – თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად, თქვენი დამსახურებაა
Next: პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.