Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

მარშალ პრესი 31/05/2026
45004

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალურ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.

აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში ICDO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში. ხაზი გაესვა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას სასწავლო პროგრამებისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებაში.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე სამოქალაქო თავდაცვის სისტემების განვითარებაში, ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებაში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ვის საყვედურობს მელია, 2021-ში თუ გაიგო, რომ სააკაშვილი შეკრული იყო “ქოცებთან”, რამ მოათმენინა, რომ ეს არ თქვა
Next: ანა წითლიძე: პოლიტიკა არ არის – მე შენ მიყვარხარ.. მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს ან მელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.