Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ

მარშალ პრესი 31/05/2026
mikheil kavelashvili

„თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს.

“ამ საზეიმო წუთებში, უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით, ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უძვირფასესი – საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. მათი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში და მათ სახელს საქართველო არასოდეს დაივიწყებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა, თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის
Next: მამუკა მდინარაძე – პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.