დიდუბის რაიონის გამგეობა სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას აქტიურად განაგრძობს.
რაიონის მასშტაბით, 31 მისამართზე განხორციელდა სკვერების ინფრასტრუქტურის აღდგენა-განახლება, რისთვისაც 140 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო და განახლდა საბავშვო ატრაქციონები, მათ შორის აიწონა-დაიწონა, დამონტაჟდა სკამები და სანაგვე ურნები, დაიგო კაუჩუკის უსაფრთხო საფარი, ასევე, აღდგა სასმელი წყლის შადრევანი.
განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, ისე მოსახლეობისთვის დასვენებისა და გართობის პირობებს.
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს.
