Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ადამიანები, თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ კაცში

მარშალ პრესი 06/07/2022
ირაკლი კობახიძე

,,ვიღაცებისთვის, პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობა, როგორც ასეთი, არის პრობლემა. ანუ, ისინი ამას განიხილავენ პრობლემად და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ხედავენ ამ კაცში,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის რაღაც სინდრომი, რომ ეს ადამიანები, 2012 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანაშვილში ხედავენ ყველაფრის სათავეს. ის რომ ქვეყანაში მშვიდობაა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს.

,,ეს რაღაცა სინდრომია. ანუ, ეს ადამიანები თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ, 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ კაცში. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, როგორც ჩანს, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის რაღაცა მათი ქვეცნობიერი, თუ რაღაცა ცნობიერი პრობლემა, სინდრომი. ეს არის, მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათთვის მისი არსებობა არის, როგორც ასეთი, პრობლემა,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მყარი არგუმენტაციით შეგახსენებთ, რომ ნაქურდალი ფულით საზრდოობთ, კრიმინალი, ბავშვის მკვლელი გყავთ ტელევიზიის სათავეში
Next: შვილიშვილის ტოლ გოგონას კაცი რომ ასე ეურთიერთება, გროშია მისი ადამიანობის ფასი – გია აბაშიძე გოგი ხოშტარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.