Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ბეჟაშვილი – ნიკა მელიას არასდროს უყვარდა მიშა და არც მალავდა, საჯაროდაც აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც, თუმცა უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და ხმებიც

მარშალ პრესი 30/05/2026
levan bezhashvili

ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი „პრინციპულობა“ ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე? სწორედ ეს არის პრობლემა – ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან.

„ნუ, ახალი რა ითქვა მისგან? არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით — საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც. რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? — პასუხიც აქ არის. მთავარი „წითელი ხაზი“ ყოველთვის მიშა და ენმ იყო. მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-ისგან დისტანცირებასა და ხმების წართმევაზე გადიოდა.

იმ მრავალმილიონიან დაფინანსებაზეც, რაც მაშინ ასე აქტიურად პიარდებოდა (ამბობენ, 40 მილიონიო, ზუსტი თანხა დღემდე უცნობია), თავიდანვე ბევრი კითხვა არსებობდა — ვის ინტერესში იყო ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვა და ვის აწყობდა მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება? მაგრამ არჩევნების დროს რა ხდებოდა?

„ახლები“ კარდაკარ დადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და ეუბნებოდნენ: „მაინც ერთნი ვართ“, „ჩვენც მიშას პარტია ვართ“.

ახლა კი, როცა სულ უფრო აქტიურად ისმის ალიანსიდან გასვლის და „ლელოსთან“ დაახლოების ამბები, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი ხდება. და მართლა მაინტერესებს, ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი „პრინციპულობა“ ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე? სწორედ ეს არის პრობლემა – ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება. მოკლედ, ახალი არაფერია. ფოკუსი გასასწორებელია – მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

Post navigation

Previous: სუს-ის მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
Next: დავით ქართველიშვილი: სომხეთში ხედავენ, რომ დაპირებების მიუხედავად, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან კონკრეტულ მხარდაჭერას ვერ იღებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.