Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა მელია სააკაშვილის მოტივაციას ზუსტად აღწერს, სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან – ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 30/05/2026
tamar chergoleishvili

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას წერილს ეხმაურება.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მელია ზუსტად აღწერს სააკაშვილის მოტივაციას.

„კონკრეტული ამბები არ ვიცი ხაზარაძეზე და ასე შემდეგ, მაგრამ სააკაშვილის მოტივაციას ზუსტად აღწერს. სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან!“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილმა ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა:

„მელიას კი არა, მიშამ რომ პეტრე ცისკარიშვილს წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა, იმასაც CHERGO ურტყეს მიშისტებმა. თავისი საკუთარი ვილანი ჰყავთ“.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

Post navigation

Previous: მელიას და სააკაშვილს ურთიერთობა დაეძაბათ
Next: ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.