Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: მძიმე კადრებია სანახავად. რაც ყველაზე მთავარია, გამოძიება დაწყებულია

მარშალ პრესი 28/05/2026
irakli kircxalia

მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა. “როცა საქმე პოლიციას ეხება, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას, ძალიან მაგარ ბიჭებს, გმირებს, რომლებიც სახლიდან გადიან და არ იციან დაბრუნდებიან თუ არა, ეს ბიჭები და გოგოები ამაზე მიდიან და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს. გამოძიება დაწყებულია, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში პროკურატურა გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე- ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
Next: ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა – ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.