Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას

მარშალ პრესი 27/05/2026
irakli kobakhidze

ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის პატრონები არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

„მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიან, თუმცა რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება, იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.