Skip to content
26/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი თანამედროვეობის სამი ისტორიული ფიგურა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მოპოვებისა და შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით – მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი

მარშალ პრესი 26/05/2026
nino pochkhua

ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს ეხმიანება. ფოტოზე საქართველოსთვის სამი ისტორიული ფიგურაა- მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი. ფოჩხუას თქმით, როდესაც შეიქმნა საშიშროება დამოუკიდებლობის დაკარგვის, მაშინ გამოჩნდა საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და რომ არა ის დღეს სად ვიქნებოდით გაფიქრებაც კი საშიშია.

„დიახ, ჩვენი თანამედროვეობის სამი ისტორიული ფიგურა, რომელთა როლი საქართველოს დამოუკიდებლობასა, სუვერენიტეტის მოპოვებასა და შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ზვიადი და მერაბი დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზე იდგნენ და დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერეს ხელი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეიქმნა საშიშროება დამოუკიდებლობის დაკარგვის, რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღეს სად ვიქნებოდით, გაფიქრებაც კი მზარავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი
Next: ირაკლი ჩიქოვანი: „დღეს საერთო სახალხო ზეიმია, რომელიც ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს ასახავს, შემოქმედებით ბუნებასა და სამშობლოსადმი განსაკუთრებულ თავდადებას“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.