კარგად ვიცით თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუ რა გამოწვევის წინაშე იდგა და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომ, პირველ რიგში, რასაც ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, ეს არის გამთლიანება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკითა და სიყვარულით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ. მან სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ეს დღე ყველასია, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ერს და ბერს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. ემოციური იყო ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია, იმ სიცოცხლით სავსე ბიჭების, თავის ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტი ახალგაზრდების, რომლებმაც დღეს ქვეყნის და ღვთის წინაშე დადეს ფიცი, რომ ემსახურონ თავიანთ სამშობლოს.
ჩვენმა სულიერმა მამამ, აწ განსვენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიტოვა ყველაზე მთავარი ანდერძი და დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მიმართა ჯარს და სრულიად საქართველოს, რომ მხოლოდ სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კირცხალიამ
