IMG.GE IMG.GE

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ვეფხვის კლანჭი” დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქი ჯარიკაცები ჰაფტანინის რეგიონში არიან დისლოცირებული. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართულია თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალები, საბრძოლო ვერტმფრენები და დრონები.

„ოპერაცია თურქეთის თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში ტარდება და მიმართულია „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და სხვა ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება „ქურთისტანის მუშათა პარტიას” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება