Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

ირაკლი კირცხალია – ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება

მარშალ პრესი 25/05/2026
irakli kircxalia

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

“მოგეხსენებათ, ხვალ 26 მაისია, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მივულოცო სრულიად საქართველოს. ყველა რეგიონსა და ქალაქში დაგეგმილია ხვალ ღონისძიებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. უმრავლესობის სხდომას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ჩვენი დელეგატები სხვადასხვა რეგიონიდან”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: ხატია დეკანოიძე, ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი, მიმგდები ქალი, დღეს გამოდის და ქართველ ხალხს მორალს და ჭკუას უკითხავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.