Skip to content
25/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის – ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის

მარშალ პრესი 25/05/2026
irakli kobakhidze

საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის – ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს. მისივე თქმით, თანამშრომლობას აქვს ორიენტაცია ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების გახსნაში. მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ “ტეზერთან” თანამშრომლობის დაწყებით, ჩვენ ვდგამთ ახალი, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე.

კომპანია “ტეზერ”ი არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს, დაახლოებით 200 მლრდ დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს, დღეს ის არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ “ტეზერი” ახლა უკვე ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც.

ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი – ჯიელტი (GELt). ასევე, მოხარულები ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს და მაქს აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია.

საქართველოში კომპანიის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება. საქართველო არის სანდრო საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალებაზე – ჩვენ არათუ უარი ვთქვით, საჯაროდ განვაცხადეთ, რომ სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს არის საჭირო დანაშაულის პრევენციისთვის, ეს არის საჭირო სახელმწიფოსთვის
Next: თამარ ჩიბურდანიძე: ვერც „კარდაკარი“ ჩაატარეს, ვერც ხელისუფლების შეშინება გამოსდით 26 მაისს. დროა შეიგნოს ოპოზიციამ, რომ რევოლუციების დრო დასრულდა, ახლა ევოლუციური განვითარების დროა მსოფლიო პოლიტიკაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.