IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ექსპერტი ირაკლი ლატარია, დენდროლოგიური პარკის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გახარებული ქართველები, სიამაყით სავსე ქართველები, სიმდიდრის მქონე ქართველები, ქვეყანაში სამოთხის პატრონი ქართველები, ტურისტების მოლოდინში მყოფი ქართველები და უბრალოდ – საოცრების მნახველი ქართველები.

დენდროლოგიური პარკი, ჩემი ქვეყნის თანამედროვეობის პირველი საოცრება. 

როგორ მახსოვს პირველი ხის გადატანა რომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა რა დღეში ჩავარდნენ მანიაკი კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც შეჩვეულები იყვნენ მათი ფიქრები მხოლოდ ნგრევისა და განადგურებისკენ წავიდა, რას აღარ კადრულობდნენ. როგორ მახსოვს მათი წიკვინი გზებს ანგრევსო, ხალხს ტოვებს ჰაერის გარეშეო, ზღვა იყიდაო, ააწიოკა რეგიონებიო, არიქა ხეებს ახმობსო, დენი გადაუჭრეს ხალხსო და მოკლედ, თუ კი რაიმე მარაზმი და საშინელება იყო ყველაფერს აბავდნენ იმას, რაც მართლა იქმნებოდა და შენდებოდა, მაგრამ ეს ხომ გუშინ იყო და ჩვენ ხომ მაინც ვიცოდით რა იქმნებოდა და რატომ, და დღეს, ყველა ვხედავთ თუ რამხელა სიმდიდრე და სილამაზე აჩუქა ივანიშვილმა ჩვენს შვილებს, ჩვენს ქვეყანას. პარკი- რომლის ანალოგიც მსოფლიოში რამდენიმეა. 

მადლობა“ – წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება