ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ჩიბათობა“ და სვიმონ კანანელის ხსნების დღე აღინიშნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს პარლამენტის წევრ იოსებ ჯორბენაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ჩიბათის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა, გაიმართა საფეხბურთო მატჩი და დოღი. სტუმრებისთვის მოეწყო მდინარე ფიჩორზე კატერით გასეირნება.
